100 ლარიანი დახმარება მარტოხელა მშობლებს ხულოში

08 დეკემბერი 2022, 11:31 3861 ნახვა

ხულოში მცხოვრები მარტოხელა  მშობლები მომავალი წლიდან ყოველთვიურად  100 ლარიან დახმარებას  მიიღებენ.  ადგილობრივი მერიის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე ახალი სოციალური პროგრამით  13 ასეთი ოჯახი ისარგებლებს.  ამის გარდა იანვრიდან დამატებით კიდევ ორი ახალი პროგრამა ამოქმედდება.  

ადგილობრივებს  ხულოს მერია ოპერაციებს დაუფინანსებს, ასევე ნაწილობრივ დაფარავს შშმ ბავშვების თერაპიის კურსის ღირებულებასაც. წელს კი  სოციალური მიმართულებით განხორციელდა  12 ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც  რამდენიმე ოჯახს დაუფინანსდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა,  მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამით  კი 2 ათას 230-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.  

ერთჯერადი ფინანსური დახმარება 600-ზე მეტ მოქალაქეს გაეწია. ჯამში ხულოს თვითმმართველობამ მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 2 მილიონ  500 ათას  ლარზე მეტი დაიხარჯა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში