გაფართოებული შეკრება ''ნაციონალურ მოძრაობაში''

07 დეკემბერი 2022, 14:39 517 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების  საკითხზე შუამდგომლობის განხილვა  სასამართლოში  9 დეკემბერს  გაიმართება.     

სასამართლო პროცესის  პარალელურად კი გაიმართება აქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.  

ცენტრალურ ოფისში დახურულ კარს  მიღმა პარტიის ლიდერები ნიკა მელიას მიმართვის შემდეგ შეიკრიბნენ.  პარტიის ოფისში იმყოფება  გიორგი მუმლაძე,  ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელიც პარტიის წევრი არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით, იგი მოიწვია ნიკა მელიამ.

შეხვედრას არ ესწრება ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პარტიის მხარდამჭერებს ხვდება  ერთ-ერთ რეგიონში. სწორედ  დღევანდელი შეკრების შემდეგ გაირკვევა რას აპირებს ენმ  9 დეკემბრამდე და 9 დეკემბრის შემდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი