მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე - პატრიარქი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს

07 დეკემბერი 2022, 12:35 536 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მარაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს...

დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ," - აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში