ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

16 მაისი 2016, 00:00 5600 ნახვა

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლები, ხმაურით, შეძახილებით და სასამართლოსადმი შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შეხვდნენ. ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ 102 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. ისინი გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებული, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ კი სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა დაკავებული 2015 წლის 19 ივნისს, თავდებით გათავისუფლდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში