ამავე კვირაში უნდა გაგრძელდეს ევროსაბჭოს კიდევ ერთ დავალებაზე მუშაობა. მოქმედ ომბუდსმენს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, თუმცა ოპოზიცია და მართველი გუნდი ერთ კანდიდატზე შეჯერებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
უფრო მეტიც, ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი, მხარეებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.
ოპოზიციას კი საერთო კანდიდატის შერჩევის იმედი არ აქვს. მათი შეფასებით, კონსენსუსის მიღწევაში პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.