მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ნარინჯისფერ რთველზე გააკეთა განცხადება. პრემიერ- მინისტრის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა. ისევ ისაუბრა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და თქვა, რომ იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.
შეეხო მეზღვაურების სერთიფიკატების საკითხსაც და განმარტა, რომ მეზღვაურები საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს 73 საზღვაო სახელმწიფოში გამოიყენებენ.