"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს

04 დეკემბერი 2022, 21:23 692 ნახვა

რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში "შავმა ლომმა“ ესპანურ "იბერიანსს“ უმასპინძლა, 41:9 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ  ფინალში ითამაშებს. 

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა შეხვედრაში მეტოქის ჩათვლის მოედნის აღება  6-ჯერ მოახერხეს, ჰეთ-თრიქით აკა ტაბუცაძე გამოირჩა, დუბლი შალვა მამუკაშვილმა გაიფორმა, ხოლო ერთი ლელოს გატანა ნოდარ ჭეიშვილმა შეძლო.

ლუკა მატკავას ანგარიშზე კი,  4 გარდასხვა და 1 ერთი გატანილი ჯარიმა დაგროვდა. პირველი ქართული ფრენჩაიზის „შავი ლომის“ მეტოქე ფინალში ლუზიტანუშსა“ (პორტუგალია) და „თელავივ ჰითსს“ (ისრაელი) შორის გამარჯვებული იქნება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი