ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ დირექტორს ჯემალ დუმბაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

26 იანვარი 2017, 00:00 4181 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლიანი პირობითი სასჯელი და 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ჯემალ დუმბაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის 28 ნოემბერს დიდი რაოდენობით სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრა. მანამდე კი სამედიცინო რეგულირების სამსახურმა საავადმყოფო ფინანსური დარღვევების გამო 206 ათასი ლარით დააჯარიმა. 20 დღის წინ ბათუმის სასამართლომ ბრალდებული 5 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ჯემალ დუმბაძემ ინფექციურ საავადმყოფოში ექიმის პოზიციაზე განაგრძო მუშაობა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი