ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა. ფინანსური დოკუმენტით გათვალისწინებულ პროექტებს დღეს ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულების მცხოვრები გაეცნენ. მოსახლეობის კითხვები ძირითადად ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის პროგრამების მიმართულებით ჰქონდათ. შეკითხვა დაისვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. ითქვა, რომ ბათუმის მერია მომავალს წელს 65 ახალ ავტობუსს შეიძენს. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ განიხილავენ მოსახლეობის რეკომენდაციებს, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვერსიაში აისახება. მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და 280 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 120 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეა გათვალსიწნებული.