ბათუმის მუსიკალური ცენტრში ხვალ აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის“ კონცერტი გაიმართება. „ქართული“, „განდაგანა“, ,,ხორუმი“ - არაერთი გრან პრის მფლობელი ანსამბლი მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარსდგება. დღეს მუსიკალურ ცენტრში ანსამბლს წინასაკონცერტო რეპეტიცია ჰქონდა, ღონისძიება კი ხვალ საღამოს 7 საათისთვისაა ჩანიშნული.