,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ოქროს საიუველირო ნაკეთობები საკვები პროდუქტების შეფუთვებში მალულად ჰქონდა განთავსებული.
2 კილოგრამამდე არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 165 ათას ლარამდეა.