საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვები აქვს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” აქცენტს წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების გაზრდაზე აკეთებს, “ქართული ოცნების” წევრი კი, იმ ბუნდოვანი ჩანაწერების გაკეთილშობილებაზე, რომელიც ხარვეზებს შეიცავს. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და კონსტიტუციონალისტებს.