ავარიული სახლების პროგრამა - ურთიერთბრალდებები

28 ნოემბერი 2022, 11:29 626 ნახვა

ბათუმის საკრებულო განიხილავს საკითხს, რომელიც ავარიული სახლების საკითხის მოგვარებას გულისხმობს, თუმცა ეს არა მოსახლეობის, არამედ მაღალჩინოსნების ჯიბეზეა გათვლილი - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი.

ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება, რომ საკრებულო და მერია სამუშაოებისთვის გათვალისწინებული  80 მილიონ  ლარამდე   თანხის გადაცემას გეგმავს იმ კომპანიაზე, რომლის ხელმძღვანელი,  მისივე თქმით, ქართული ოცნების შემომწირველია.

რეზო ხარაზი ითხოვს ქალაქის მერმა გაჩენილ კითხვებს დღეს დაგეგმილ კომისიის სხდომაზე უპასუხოს და საკითხი გახდეს გამჭვირვალე. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მორიგი სიცრუის გავრცელებას ცდილობს ნაციონალური მოძრაობა.

თენგიზ აფხაზავას განცხადებით, სატენდერო პირობები გამკაცრებულია და ნებისმიერ მსურველს ელექტრონულად შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.

საკითხი ორიენტირებულია ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების პრობლემების მოგვარებისკენ და მასში სხვა ინტერესი არ იკვეთება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი