ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ნონა გაფრინდაშვილი ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა და ის ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად რჩება.
5 წლის იყო, როდესაც ჭადრაკის თამაში დაიწყო. ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი ხუთ ძმასთან ერთად ჯერ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი ძმებმა ჭადრაკიც შეასწავლეს. ახლა 81 წლისაა, 11-ი საჭადრაკო ოლიმპიადისა და 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში.
საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის და პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს გაოცებას არ წყვეტს.