პირველი ეროვნული კონფერენცია პედაგოგებისთვის დასრულდა. Ed Camp Georgia-ს ფარგლებში სხვადასხვა რეგიონიდან 150 მასწავლებელს საშუალება ჰქონდათ მოესმინა და გაეზიარებინა ერთმანეთის გამოცდილება.
პედაგოგებმა მოისმინეს ფსიქოლოგების მოხსენებები, ასევე შეხვდნენ უცხოელ კოლეგებს.
კონფერენცია Ed Camp Georgia-ს ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აჭარის განათლების სამინისტროს პარტნიორობით გაიმართა.
ინიციატივა 2010 წელს ამერიკაში ჩამოყალიბდა, ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, საქართველოში კი წელს პირველად ჩატარდა.