თბილისში, სპორტკომპლექს “არენა 2”-ში 14 წლამდელთა შორის რაპირით ფარიკაობაში “ბასას თასის'' გამარჯვებული ბათუმელი ანანო ჯინჭარაძე გახდა.
მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ისევ ბათუმელმა მოფარიკავემ ელენე თურმანიძემ მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ანასტასია ასათიანი და ქეთევან მელაძე გახდნენ.
“ბასას თასის'' გათამაშებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოფარიკავეებთან ერთად სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებიც ასპარეზობენ.
დღეს ტურნირი ბიჭებში რაპირით ფარიკაობაში მიმდინარეობს.