კობალაძის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში გაზი გაითიშა

27 ნოემბერი 2022, 11:25 658 ნახვა

კობალაძის ქუჩაზე   ერთ-ერთ  კორპუსში გუშინ გაზი გაითიშა. როგორც  კორპუსის  მცხოვრებლები ამბობენ, ამის მიზეზი ერთ-ერთ სადარბაზოში უკანონო დაშენებაა.  კორპუსის მცხოვრებლები პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას ითხოვენ.

ჩვენ დავუკავშირდით ამავე კორპუსის მცხოვრებს, რომელიც  ამბობს, რომ არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს და არც ვინტილაციის არხების გათიშვასთან აქვს კავშირი.

კომპანია „ სოკარ-გაზში“ გვითხრეს, რომ ლოკალური გათიშვა კორპუსში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოხდა და პრობლემის გამოსწორების შემდეგ ამ მისამართზე გაზის მიწოდება აღდგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი