ედი ჯონსთან მოლაპარაკება არ გვაქვს - იოსებ ტყემალაძე

26 ნოემბერი 2022, 18:42 752 ნახვა

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ უარყო უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიმდინარეობს მოლაპარაკება ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსთან, რომ მან ბორჯღალოსნები ჩაიბაროს.

"საიდან გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაცია ვერ გეტყვით. ის სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც მე წელიწადნახევრის წინ რაგბის კავშირში მოვედი, მიმდინარეობდა მოლაპარაკება რამდენიმე მაღალი დონის მწვრთნელთან, ისეთებთან როგორიც ედი ჯონსია, მაგრამ მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი განახლება არ ყოფილა“, - აცხადებს იოსებ ტყემალაძე. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ლევან მასაშვილის კარგ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირიქით მაისაშვილის მიმართ სხვადასხვა სარაგბო ნაკრებებს აქვთ ინტერესი.

"ვულოცავთ ლევან მაისაშვილს საოცარ გამარჯვებებს. როდესაც მან გამგეობაზე საკუთარი გეგმები წარმოადგინა, ტიერ1-ის გუნდებთან სხვადასხვა კომპონენტებში ხარისხიანი თამაში იგეგმებოდა, თუმცა მოკლე პერიოდში ორი გამარჯვების მოპოვება შეძლო (იტალიასთან და უელსთან). შესაბამისად, არ იქნება კორექტული სხვა მწვრთნელის კანდიდატურის განხილვა. პირიქით, ჩვენ მივიღეთ წინადადებები სხვადასხვა ქვეყნებიდან ლევან მაისაშვილთან დაკავშირებით და მათ აინტერესებთ, თუ იქნება ის თავისუფალი 2023 წლის შემდეგ. მსოფლიო თასის დასრულებამდე მასთან კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული და მინდა წარმატებები ვუსურვო, სამომავლო გეგმებს კი, მთელი სარაგბო ოჯახი ამის შემდეგ განვიხილავთ“,- განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2022 წელს ორი პირველი ეშელონის ნაკრები დაამარცხა. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრებს შინ გერმანიის ნაკრებთან 4 თებერვალს ექნება.

9 სექტემბრიდან კი მსოფლიოს თასსზე C ჯგუფში  ავსტრალიის, ფიჯის, უელსის და პორტუგალიის წინააღმეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი