თვითნასწავლი ოლესია გინგას პერსონალური გამოფენა

26 ნოემბერი 2022, 11:05 642 ნახვა

თვითნასწავლი მხატვრის ოლესია გინგას პერსონალური  გამოფენა   ხელოვნების მუზეუმში. ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 29 ნოემბრის ჩათვლით მუზეუმის მცირე გალერეაში შეეძლება. 

ექსპოზიციაზე პორტრეტული, პეიზაჟური და ანიმალისტური ჟანრის სურათებია წარმოდგენილი. 

წარმოშობით მოლდოველი, ოლესია გინგა  ბავშვობიდან ხატავს, „უცხო სამყარო“  - მისი პირველი პერსონალური გამოფენაა.

ამჟამად მუშაობს ზეთის საღებავებით, ჰობის დონეზე კი მუშაობს სკულპტურაზეც. 2009 წლიდან ცხოვრობს საქართველოში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი