ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ასაჩივრებენ მოქალაქეები. ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციურ სარჩელებს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით მოწმის სახით შინაგან საქმესთან სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები ასევე ექიმი ნარკოლოგები იკითხებიან. როგორც გვანცა ფირალიშვილი აცხადებს კანაფისგან დამზადებული ნარკოტიკული საშუალებები მეტ ნაკლები ხარისხით უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.