ევროპარლამენტის გადაწყვეტილება

25 ნოემბერი 2022, 11:30 409 ნახვა

ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების მიუღებლობის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტის თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ, პასპორტები, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული. თუმცა, უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას.

გადაწყვეტილებას მხარი 531-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34-მა თავი შეიკავა ხოლო 7 წინააღმდეგი იყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში