“პირველი ავტოგრაფი” - ფესტივალის მესამე დღე

24 ნოემბერი 2022, 18:24 741 ნახვა

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური  ფესტივალი  გრძელდება. “პირველი ავტოგრაფის“ მეხუთე საკონკურსო დღეს სპექტაკლი ბათუმის მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა  წარადგინეს. თეატრალური დასი  “სახიობა“ ფესტივალში მეორედ მონაწილეობს და ამჯერად მაყურებელს  ვაჟა-ფშაველას მიხედვით დადგმული სპექტაკლი “სათაგური“ შესთავაზეს. თეატრალური წარმოდგენა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა. მოსწავლეების ნამუშევარს  სამწევრიანი ჟიური შეაფასებს. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები 27 ნოემბერს გამოვლინდებიან.  “პირველი ავტოგრაფი“ წელს მეორედ იმართება. მასში 25 სკოლის 400 მოსწავლე მონაწილეობს. ფესტივალის ორგანიზატორი  შემოქმედებითი ორგანიზაცია “არტ პორტალია“. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი