შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მომავალ წელს 17 მილიონ 900 ათასი ლარი იქნება. თვითმმართველობამ ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე გაითვალისწინა, სულ 6 მილიონ 900 ათასი ლარი.
განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული მიმართულებით 3 მილიონზე მეტი დაიხარჯება, ხოლო 1 მილიონ 739 ათასი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით.
ბიუჯეტის პარამეტრები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს.
მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულომ წლის ბოლოს უნდა დაამტკიცოს.