სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი

24 ნოემბერი 2022, 14:13 1313 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატი ორგანული კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლითაც პირისთვის   მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ საჩივრდება. სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განხილვა დღეს დაიწყო.

სადავოდ გამხდარი ნორმა გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკითხი შეეხება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას. 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული ნორმებით პირს ეზღუდება  სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. მოცემულ საკონტიტუციო სარჩელზე მოპასუხე მხარე  პრეზიდენტის აპარატი, იუსტიციის სამინისტრო და  პარლამენტია.  

სარჩელს  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში