ოჯახში ძალადობის მუხლით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

24 ნოემბერი 2022, 12:15 2030 ნახვა

ოჯახში ძალადობის მუხლით დაკავებული მამა მოსამართლემ  წინასწარ პატიმრობაში   დატოვა.   მოსამართლემ სხდომა დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პროკურორის შუამდგომლობით დახურა. 

გამოძიების ვერსიით,  მამამ არასრულწლოვან  შვილზე ფიზიკურად მას შემდეგ იძალადა, რაც  გაიგო,  რომ  გოგონას   უფროს  მამაკაცთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა.  შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნის მამა ბრალს არ აღიარებს. სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა  არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მუხლით.

დაზარალებულად უკვე სცნეს არასრუწლოვანი, რომელთანაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ. სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განთავსდა სახელმწიფო ალტერნატიული ზრუნვის ერთ-ერთ ფორმაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება , ოჯახში ძალადობის, და არასრულწლოვანთან  სქესობრივი კავშირის  მუხლით მიმდინარეობს.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში