თხილვანის მოსახლეობას შეხვდება რამდენიმე საათში ზურაბ პატარაძე. მთავრობის მეთაური სავარაუდოდ მოლაპარაკებებს ადგილობრივებთან ისევ ალტერნატიულ საცხოვრებელში გადასვლასთან დაკავშირებით გამართავს. ბოლო ინფორმაციით, კი რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების მიუხედავად თხილვანაში შეთანხმება მიღწეული არ არის. ამიტომ თხილვანელები ისევ სტიქიის ზონაში რჩებიან. უმრავლესობის პოზიცია უცვლელია, ისინი არ აპირებენ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში მათ 25 ათასი ლარი გადაეცემათ იმისთვის, რომ საცხოვრებელი შეიძინონ.