მსოფლიო რაგბის ვებ გვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრები კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა. „ბორჯღალოსნები“ 75.19 ქულით მე-13 პოზიციაზე არიან, ხოლო მე-12 ადგილზე იტალიის ნაკრებია.
რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ირლანდია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი.