კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ

22 ნოემბერი 2022, 14:59 499 ნახვა

„ქართული ოცნების“ პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს“- ასეთია ქართული ოცნების პოზიცია ევროკავშირის მორიგი რეკომენდაციის საპასუხოდ.  სახელისუფლებო პარტიაში  ამბობენ, რომ  არც ევროკავშირის წარმომადგენლობის რეკომენდაციის გათვალისწინების  წინააღმდეგი არიან, მაგრამ  წინასწარ დარწმუნებულები არიან,  რომ  დოკუმენტი რელევანუტურია და არ არსებობს კანონში  ასახული კრიტერიუმების   კონტრარგუმენტები.      

მმართველ გუნდში  ამბობენ იმასაც, რომ უნდა იმსჯელონ, გადაუგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიას განსახილველად  კანონპროექტს, რომელიც  უკრაინული მოდელია. 

ოპოზიციის  ნაწილს  კი  მიაჩნია, რომ ვენეციის კომისიას ორივე  კანონპროექტი  უნდა გადაეგზავნოს და რომ ახლა ჩასაფრების დრო არ არის, რის გამოც უმცირესობის აზრით, შესაძლოა ქვეყანამ დაკარგოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.    

ის, რომ  შეფასებისთვის  ვენეციის კომისიაში  უნდა გაიგზავნოს  დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით   უკვე მიიღო, საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის რეკომენდაციაა.     

 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში