ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა 

21 ნოემბერი 2022, 14:37 686 ნახვა

ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ხოლო სამი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ  დაზარალებულად ცნობის  გადაწყვეტილება მიიღეს. საგამოძიებო უწყების ინფრომაციით, იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, პირმა მოტყუებით  დაირეგისტრირა ქედაში, სოფელ ორცვაში მდებარე  6 ათას 298 კვ.მ  ფართის  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბერის განაჩენით, იგი დამნაშავედ სცნეს და სასჯელად განესაზღვრა პირობითი სასჯელი 6 წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. 

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების პროცესში  დადასტურდა, რომ აღნიშნულმა პირმა 2010 წლის 10 მაისს  სრულიად კანონიერი მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ  სააგენტოს. პროკურატრის ინფრომაციით, გამოძიება მის მიმართ წარიმართა ტენდენციურად.

უწყებაში ამბობენ, რომ დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად სცნეს 463 პირი, სასამართლოს გადაწყვეტილებით 110 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში