დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის 3 მატჩი გაიმართება

21 ნოემბერი 2022, 11:27 741 ნახვა

დღეს კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 შეხვედრა გაიმართება.
B ჯგუფის პირველი ტურში ინგლისის ნაკრები ირანს დაუპირისპირდება. ეს მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

20:00 საათიდან ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრებები ითამაშებენ, ხოლო საფეხბურთო დღეს 23:00 საათიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და უელსის ნაკრებების შეხვედრა დაასრულებს.

სამივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი