საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები გამარჯვებით დასრულა.
"ბორჯღალოსნები'' ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის ნაკრების დაუპირისპირდა და ანგარიშით 12:13 მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა წელს მეორედ ექვსი ერის წარმომადგენელი დაამარცხა. ანგარიში თედო აბჟანდაძემ ჯარიმიდან გახსნა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორი ლელო დადეს და ერთი გარდასხახვა ზუსტად შეასრულეს და ტაიმი 12:3 მოიგეს.
მე-60 წუთზე თოდუამ მნიშვნელოვანი ლელო დადო თედო აჟანდაძემ კი შედეგიანად გარდასახა და ანგარიში 12:10 გახდა.
მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მატკავამ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად უელსი დაამარცხა.
მომდევნო თამაში "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 4 თებერვალს, შინ გერმანიასთან აქვს.