გამოფენა მუზეუმში. 20-წლიანი პაუზის შემდეგ მხატვარმა ნინა ბაქრაძე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 40-მდე ნამუშევარი წარმოადგინა, მუზეუმში მისულ სტუმრებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ნაივური მიმდინარეობის ნამუშევრები.
ექსპოზიციის სურვილი ავტორის თქმით ამ ხნის მანძილზე დაგროვებულმა ნამუშევრებმა გაუჩინა , რომლებიც თვლის რომ დამთვალიერებლისთვის საინტერესო იქნება.
გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ძველი, ასევე ახალი ექსპონატები.
ნინა ბაქრაძის ნამუშევრები ფერადოვნებითა და პოზიტიურობით გამოირჩევა.