"ევროპის სახალხო პარტია" ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა “საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური დევნა''.