პროფესორების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

17 ნოემბერი 2022, 14:17 643 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე  ბათუმის შოთა რუსთაველისა    და თბილისის სახელწიფო  უნივერსიტეტების ყოფილი პროფესორების სარჩელს განიხილავს. გიორგი გოროშიძისა  და ინდიკო აბაშიძის მიერ   გასაჩივრებულია ის ნორმები, რომელთა თანახმადაც 65 წელს მიღწეულ პროფესორს არ აქვს შესაძლებლობა დაიკავოს აკადემიური თანამდებობა სახელწიფო უნივერსიტეტებში.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს არსებითად თანასწორი პირების - 65 წელს მიღწეული და 65 წელს მიუღწეველი პირების დისკრიმინაციულ დიფერენცირებას. ასევე, მოსარჩელე მხარე  განმარტავს, რომ არსებული  ნორმა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მეცნირებათა აკადემიის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად  70 წელს მიღწეული ადამიანისთვის  დაწესებული აკრძალვა  არაკონსტიტუციურად ჩაითვალა.

მოპასუხე მხარე პარლამენტი, განათლების სამინისტრო და  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოა.  

მოსარჩელეთა ინტერესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საქმეს  საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში