საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩში მაროკოს დაუპირისპირდება. ამხანაგური შეხვედრა დღეს არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯაში გაიმართება.
მაროკო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა და ეს ნაკრებები ისტორიაში პირველად ითამაშებენ. ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც გუნდის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.
საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.