აჭარის განათლების სამინისტრომ გასულ წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. 2021 წელს ჩატარებულ ოლიმპიადებში საჯარო და კერძო სკოლების 15 000- მდე მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან საპრიზო ადგილზე 133 გავიდა. დღეს ,ბათუმის საზაფხულო თეატრში, საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა მათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით 6 საგნობრივი ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდა. საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლებისთვის , კონკურსები და ოპლიმპიადები 2012 წლიდან ტარდება.