"დინამო" ბათუმსა და წყალტუბოს "სამგურალის" მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაანონსა, რომ ყველა დამნაშავე პირი აუცილებლად დაისჯება, გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ბათუმური კლუბის პრეზიდენტი არჩილ ბერიძე და განაცხადა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.
"მსურს, ბოდიში მოვუხადო გულშემატკივარს მომხდარის გამო. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ფეხბურთის ფედერაცის სადისციპლინო და დავების განმხილვევლი კომიტეტი, ჩვენ დავემორჩილებით. ფეხბურთი ემოციური სპორტია, ჩვენ ყველას, მით უმეტეს ხელმძღვანელებს, გვმართებს ემოციების მოთოკვა და თავშეკავება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო ბათუმის დინამოს ქომაგს, რადგანაც საბოლოო ვედრიქტი, დიდი ალბათობით, მათზე ცუდად აისახება. ქომაგში დაგროვდა უარყოფითი ენერგია. ეს იყო ამ ენერგიის ამოფეთქვის პრეცენდენტი. ამის მიზეზი კი საკუთარ თავებში უნდა ვეძებოთ. ჩვენ შევიკრიბებით, გავაანალიზებთ მომხდარს, გამოვიტანთ დასკვნებს და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გუნდს მომავალში გამოადგება". - განაცხადა ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში "დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე "სამგურალთან" 1-2 დამარცხდა. ჩემპიონტის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველ პოზიციაზე 76 ქულით "დინამო" თბილისია, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ბათუმელებს 3 ქულით ნაკლები აქვთ.