ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ხვალ, რომში "სტადიო ოლიმპიკოზე", მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიეგო მარადონას ხსოვნას ეძღვნება - ინფორმაციას არველაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვარსკვლავთა მატჩში ასევე ითამაშებენ: რონალდინიო, ფრანჩესკო ტოტი, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, კლაუდიო კანიჯა, რობერ პირესი, მიროსლავ კლოზე და სხვები.
მატჩის ორგანიზატორი იტალიური საქველმოქმედო ორგანიზაცია"ვთამაშობთ მშვიდობისთვის" არის .