ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ბათუმის“ მთავარ ქორეოგრაფს შალვა გოგოუაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს.
ღონისძიება 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა და მას წინ უძღოდა ანსამბლის გრანდიოზული კონცერტი, თაობათა ცვლით. სცენაზე გამოვიდნენ ანსამბლის ის წევრები, რომლებიც დაარსების დღიდან ირიცხებიან.
ასევე ანსამბლის ახალგაზრდა თაობა. კონცერტზე სოლო შეასრულა თავად შალვა გოგუაძემაც.
ქორეოგრაფი შალვა გოგუაძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა, მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ცეკვის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში. ის მოწვეული ქორეოგრაფია ანსამბლ „ ბათუმში“.