შუახევს მალე ევროპული სტანდარტის ახალი საფეხბურთო სტადიონი ექნება, რომელიც 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და უკვე დასკვნით ფაზაშია.
მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განათება და ტრიბუნები. სტადიონის გახსნა თვის ბოლოს იგეგმება.