ქალთა საფეხბურთო კლუბი ჩხოროწყუს ''სამეგრელო'' ეროვნული ლიგის გამარჯვებულია.
ქალთა ეროვნული ლიგის ზედა ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში ''სამეგრელო'' გასვლაზე მთავარ კონკურენტს ''ლანჩხუთს'' ესტუმრა და ფრედ 0-0 ეთამაშა.
გათამაშებაში ამ ფრის შემდეგ ''სამეგრელომ'' 27 ქულა დააგროვა, ხოლო ''ლანჩხუთს'' 22 ქულა აქვს და ჩემპიონატის ბოლო ტურს ფორმალური დატვირთვა ექნება.
ბოლო ტურში ''სამეგრელო'' საკუთარ მოედანზე სოხუმის ''დინამოს'' 19 ნოემბერს უმასპინძლებს.
მომავალ ზაფხულში კი ჩხოროწყუს ''სამეგრელო'' საქართველოს ჩემპიონის სტატუსით ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.