იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმე

12 ნოემბერი 2022, 17:20 763 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ირანული ენის თარჯიმანი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის ინფორმაციით, მისი დაკავებისას  ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ბრალდებულის განცხადებით მას სპეცოპერაციის დროს 16 ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა ჩაუდეს, ასევე განაცხადა რომ მის შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას.

უფლებადამცველები დავის გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში აპირებენ, აცხადებენ რომ  საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალდებას დაამტკიცებს.

სუს-მა გორის ქუჩაზე სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაატარა. დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და საბრძოლო მასალის რეალიზაციას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი