არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და პოლარიზაციას, არ უნდა ვუპასუხოთ შეტევებს, რომლებიც ზოგჯერ ეხება ფუნქციასაც და იმასაც, რომ ხარ ქალი მნიშვნელოვან პოზიციაზე. - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ,,პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ შეკითხვას, თუ რა უნდა გააკეთონ ქალმა ლიდერებმა.
პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე დეტალურად ისაუბრა ქალების როლზე.
სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ და ირანელ ქალებს. ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალებსა და მათ პრობლემებზე. დაგმო რუსული აგრესია და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაჯამა.