დღეს "დინამო" ბათუმი წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს

12 ნოემბერი 2022, 10:58 912 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში დღეს  "დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს.

ამ დროისთვის ბათუმელები სატურნირო ცხრილში 73 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავლენ. "სამგურალი" კი 53 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

წელს ამ გუნდებს შორის გამართული 3 შეხვედრიდან თითო გამარჯვება "დინამომ" და "სამუგრალმა" მოიპოვეს, ხოლო ერთიც ფრედ დასრულდა.

"დინამო" ბათუმის და წყალტუბოს "სამგურალის" დაპირისპირება ბათუმის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში