საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო "პარიზის მშვიდობის ფორუმში", სადაც გამოწვევებსა და ქალების როლზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი, ირანელი და ქართველი ქალების მიმართ. ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალებზე.