აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

11 ნოემბერი 2022, 10:30 367 ნახვა

აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მხარდაჭერის ახალი პაკეტი მოიცავს საზენიტო სარაკეტო სისტემა „ჰავკის“ რაკეტებს და ოთხ ერთეულ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „ევენჯერს“, რომლებიც აღჭურვილია გადასატანი საზენიტო რაკეტა „სტინგერებით“.  სალივანმა აღნიშნა, რომ ახალი დახმარების პაკეტი, საჰაერო თავდაცვის იმ სისტემებს შეავსებს, რომლებიც უკრაინას აშშ-ის მოკავშირეებმა უკვე გადასცეს.

პენტაგონში განაცხადეს, რომ სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის ღირებულება 400 მილიონი დოლარი იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში