ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუანში მიმდინარე ჩელენჯერის სერიის ტურნირზე მეორე გამარჯვება იზეიმა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალურ დაპირისპირებაში ფრანგი მატიას ბურჟე ორ სეტში 6:4, 6:2 დაამარცხა.
ბასილაშვილმა შეხვედრაში მეტოქის მოწოდების მოგება სამჯერ შეძლო, ხოლო თავისი მოწოდება არცერთხელ არ დაუთმია.
ნიკას მეტოქე მეოთხედფინალში უგო გასტონი იქნება. შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.