ინგლისის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

11 ნოემბერი 2022, 10:12 654 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინგლისის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია . მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა 26 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. სიაში ვერ მოხვდნენ ჯეიდონ სანჩო, ტამი აბრაჰამი და ფიკაიო ტომორი.

მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოუპი (ნიუკასლი), აარონ რამსდეილი (არსენალი).


მცველები: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული), კონორ კოადი (ევერტონი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კიერან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), ბენ უაითი (არსენალი).


ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), ჯორდან ჰენდეროსნი (ლივერპული), მეისონ მაუნტი (ჩელსი), კალვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი).


ფორვარდები: ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმს მედისონი (ლესტერი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბუკაიო საკა (არსენალი), რაჰიმ სტერლინგი (ჩელსი), კალუმ უილსონი (ნიუკასლი).


ინგლისის ნაკრები მუნდიალზე 21 ნოემბერს ირანს , 25-ში აშშ-ს და 29 ნოემბერს უელსს ეთამაშება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში