ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედებულ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამაზე. როგორც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ასობით პუნქტია გახსნილი, სადაც მსურველებს ოთხკომპონენტიანი აცრის გაკეთება შეუძლიათ.