7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

09 ნოემბერი 2022, 14:15 780 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება, დღესაც გადაიდო.

სხდომა 22 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება.

სასამართლოში პენიტენციური დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ოქმი წაიკითხეს, რომელშიც განმარტებული იყო, რომ სააკაშვილს პროცესზე დასწრება, ასევე პროცესზე დისტანციურად მონაწილეობაც შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

ოქმის მიხედვით, სააკაშვილი სხდომაზე დასწრებაზე უარს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აცხადებდა. მან ასევე უარი განაცხადა პროცესის მისი დასწრების გარეშე ჩატარებაზე.

 სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი